About

Microsoft Visual C# არის მძლავრი და ამავდროულად მარტივი ენა რომელიც პირველ რიგში განკუთვნილია დეველოპერებისთვის, რათა მათ შექმნან აპლიკაციები Microsoft .NET Framework-ის გამოყენებით. C#-ს მემკვიდრეობით მიღებული აქვს C++ და Visual basic-ის საუკეთესო თვისებები. C# 1.0 პირველად გამოვიდა 2001 წელს. შემდეგი ვერსია C# 2.0 Microsoft Visual 2005-თან ერთად იყო გაცილებით გაუმჯობესებული, გამოჩნდა ახალი მახასიათებლები როგორიცაა: generics, iterators და anonimus მეთოდები. ამის შემდეგ იყო 3.0 ვერსია Microsoft Visual 2008-თან ერთად და 4.0 Microsoft Visual 2010-თან ერთად. დღესდღეობით გამოსულია C# 5.0, რომელიც მოყვება Visual studio 2012-ს. C# 5.0, Visual studio 2012 და Windows 8 ქმნიან მოსახერხებელ პლატფორმას მომავალი თაობის აპლიკაციების შესაქმნელად.

ქართულ ენაზე C#-ის მოცულობითი წიგნები და კონსპექტები რთულად საშოვნია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გაგვკეთებინა ბლოგი სადაც დროგამოშვებით დავდებთ პოსტებს C#-ის შესახებ. პოსტებში დეტალურად იქნება განხილული თემები რომლებიც უნდა იცოდეს ადამიანმა ვისაც სურს ამ პროგრამული ენის სწავლა. ბლოგი არის იმ პროექტის ნაწილი, რომელსაც ქვია C#-ის სრულყოფილი წიგნი ქართულ ენაზე. ბლოგი გაკეთდა იმისთვის რომ დავაკვირდეთ და სტატისტიკა ვაწარმოოთ აქ შემომსვლელების , ვის რა უფრო აინტერესებს და ასევე გავითვალისწინოთ თქვენი შენიშვნები და შეფასებები.

პოსტებში გამოყენებული კოდები დაწერილია შემდეგ გარემოში : Visual Studio 2012

მოგვწერეთ ჩვენს facebook-ის გვერდზე:http://www.facebook.com/Csharpge

3 thoughts on “About

  1. მაგარი ხარ, ძალიან მომწონს შეენი საიტი, მითუმეტეს რომ ამჟამად აქტიურად ვმუშაობ C#-ზე, მაინც შენი საიტის ერტგული მომხმარებელი ვარ, დიდი მადლობა

Leave a comment